მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებობს თუ არა ნდობის პრობლემა საფინანსო სექტორში? - გვენეტაძის პასუხი

5ce2d2328d8e1
სალომე მეცხვარიშვილი
20.05.19 20:12
632
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ქართული ბანკების მფლობელების 85% უცხოური კომპანიები და ინვესტორებია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ არსებობს ნდობა ქართული საფინანსო სექტორის მიმართ.

ასე უპასუხა გვენეტაძემ შეკითხვას, არსებობს თუ არა ნდობის პრობლემა საფინანსო სექტორში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა დღეს განაცხადა, რომ ინვესტორებისთვის საჭიროა ნდობა, მათ შორის სასამართლო სექტორში.

„როდესაც ბიზნესკლიმატზეა საუბარი, ძალიან ბევრი კომპონენტი თამაშობს თავის როლს და აქვს მნიშვნელობა. იმის საფუძველზე, რაც საფინანსო სექტორში მაქვს, შემიძლია მოგახსენოთ, რომ იგივე კონტრაქტების აღსრულება საკმაოდ კარგად ხდება. ამავე დროს, მომხმარებელთა უფლებების კუთხით, ჩვენ ძალიან ვაძლიერებთ ჩვენს როლს; ასე რომ, საფინანსო სექტორში, ვფიქრობ, გვაქვს ძალიან კარგი გარემო იმისთვის, რომ ინვესტორებმა კარგად იგრძნონ თავი საქართველოში", - განაცხადა გვენეტაძემ.