12.ივლისი.2019 11:17
მსოფლიო

არგენტინის პოპულარული კვების ქსელში აჭარული ხაჭაპური გამოჩნდა

არგენტინის პოპულარული კვების ქსელში აჭარული ხაჭაპური გამოჩნდა

ბუენოს-აირესის პრესტიჟული რესტორნების ქსელი მომხმარებლებს აჭარულ ხაჭაპურს სთავაზობს. Almacén de Pizzas-ს მენიუში ტრადიციული ქართული კერძი უკვე გამოჩნდა. 

როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, ხაჭაპურს თავად არგენტინელი მზარეულები გამოაცხობენ.

მომხმარებლებს აჭარული ხაჭაპურის 3 სახის ვარიაციას, 4 სხვადასხვა ყველის სახეობით სთავაზობენ. მათ შორის, ბეკონი და "ჩედარი’’ კვერცხით, ასევე, ისპანახი და ლურჯი ყველი კვერცხით.

ამიერიდან არგენტინელებს ხაჭაპურის დაგემოვნება, პოპულარული ქსელის ობიექტებში, სხვადასხვა ლოკაციაზე შეუძლიათ. ამას გარდა, ხორციელდება ადგილზე მიტანის სევისი. მსურველებს აჭარული ხაჭაპურის გამოძახება ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე დიდ ქალაქში შეუძლიათ.

აჭარული ხაჭაპური არგენტინაში 499 პესოდ იყიდება, რაც დღევანდელი კურსით, 28,50 ლარია.  



ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

19.ივლისი.2019 23:10
394

Inditex-ის ამბიციური სტრატეგია

ვრცლად
19.ივლისი.2019 19:50
425

მიკროჩიპების მწარმოებელი Qualcomm 242 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

ვრცლად
19.ივლისი.2019 18:35
377

BMW-ს ახალი შეფი ოლივერ ციპსე გახდება

ვრცლად
19.ივლისი.2019 16:05
277

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პროგრამას შესაძლოა, მედიკამენტები დაემატოს

ვრცლად
19.ივლისი.2019 15:17
1000

მორიგი მწვავე ინციდენტი აშშ-სა და ირანს შორის

ვრცლად
19.ივლისი.2019 09:00
245

ADB: აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია

ვრცლად