17.დეკემბერი .2015 12:46

არჩილ მესტვირიშვილი: ქვეყანამ დაახლოებით მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა

views 1981
უკან

თუ ახალი შოკები არ გამოიკვეთა ეროვნული ბანკი გაცვლით კურსზე დამატებით ზეწოლას აღარ ელოდება. ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა, გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა, რომ ბანკის პროგნოზით 2015 და 2016 წლებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3 პროცენტის ფარგლებში იქნება.
 
"ქვეყანამ დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა მიმდინარე ანგარიშიდან. ეს შოკი მიმდინარე ანგარიშიდან უნდა გასწორებულიყო. დღევანდელი მონაცემებით, შოკი ამოწურულია. შესაბამისად ის მსხვილი შოკი რომელიც იყო 2014 წლის ბოლოს, 2015 წლის დასაწყისში, მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და გაცვლით კურსზე ამ ეტაპისთვის ამოწურულია. თუ ახალი შოკები არ გამოიკვეთა, ჩვენ არ მოველით კურსზე დამატებით ზეწოლას", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა