მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე: "ტურისტულ ემბარგოს" საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა ექნება

5d11b9c5ed268
თელარა გელანტია
25.06.19 10:04
1473
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით, ე.წ. „ტურისტულ ემბარგოს“ საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა ექნება.

ამის შესახებ გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს „საქართველოს ბანკის“ ინვესტორთა ფორუმზე ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგოს შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმად, 8 ივლისიდან 2 ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იზღუდება.

„ტურისტული კუთხით ცვლილებები, რაც რუსეთისგან მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ამას ნეგატიური გავლენა ექნება, თუმცა ეს ნეგატიური გავლენა იქნება 1%-დან 2%-მდე შემდეგი 12-დან 18 თვემდე ჭრილში, რაც თავისუფლად შეიძლება დაკომპენსირდეს სხვა დადებითი იმპულსებით, რომელიც მრავლად უნდა გაიცეს ეკონომიკის კუთხით. ამ კუთხითაც „საქართველოს ბანკიც“ დგამს ნაბიჯებს - გუშინ დავაანონსეთ პროგრამა, სადაც სხვადასხვა წამახალისებელი კამპანიებით ტურისტული სექტორის ხელშეწყობა გაკეთდება. ამის შესახებ ჩვენგან ნელ-ნელა გაიგებთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.