04.იანვარი.2016 18:09
ეკონომიკა

არჩილ გაჩეჩილაძე: პოზიტიურ სცენარში საქართველოში ეკონომიკური ზრდა შეიძლება 5%-ს ასცდეს

არჩილ გაჩეჩილაძე: პოზიტიურ სცენარში საქართველოში ეკონომიკური ზრდა შეიძლება 5%-ს ასცდეს
"გალტ & თაგარტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე 2016 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საკუთარ მოსაზრებას ფეისბუქ გვერდზე წერს. გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, შესაძლოა 5 პროცენტზე მეტი იყოს.
 
„2016 წელს რუსეთს ექნება კლება, უკრაინასაც, ბელორუსიასაც. აზერბაიჯანში ვერ არის კარგი ამბები (სტატისტიკა არ არის სანდო, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე მშპ ნომინალში საქართველოს ჩამოცნდებიან 2016-ში), სომხეთს რთული წელი ექნება - ალბათ კლება.

მიუხედავად ამისა, ჩემი მოლოდინია რომ საქართველოში ზრდა იქნება 4.0-4.5%. პოზიტიურ სცენარში შეიძლება 5%-ს აცდეს. (ეს მნიშვნელოვანად მეტია ვიდრე მთავრობის, EBRD და IMF-ის 3%-იანი პროგნოზი).

ეკონომისტების საყვარელი ფრაზა უნდა მივაწეროთ ოღონდ: "ყველა სხვა თანაბარ პირობებში".

ძირითადი რისკები: 1) რეგიონალური ომების გამწვავება, ვგულისხმობ ძირითადად თურქეთის უფრო მაშტაბურ ჩართვას რომელიმე კონფლიქტში, 2) წინასაარჩევნოდ ისეთი პოპულისტური კანონების მიღება რომ ბიზნესს შეეშინდეს ინვესტიციების ჩადების.

ლარს რაც შეეხება: ევროს და ლირას უყურეთ. მანატმა არ შეგაშინოთ“, - წერს არჩილ გაჩეჩილაძე.

17.ივნისი.2019 20:00
577

საპარტნიორო ფონდმა Credit Suisse-ს 139-მილიონიანი ვალი უნდა დაფაროს

ვრცლად
17.ივნისი.2019 19:57
137

სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროექტების აუდიტებს ჩაატარებს

ვრცლად
17.ივნისი.2019 19:10
403

სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 7.7%-მდე შემცირდა

ვრცლად
17.ივნისი.2019 18:40
254

პრემიერი: დაახლოებით 200 ამერიკული კომპანიაა საქართველოში, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა

ვრცლად
17.ივნისი.2019 18:16
240

"ამერიკული ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი"

ვრცლად
17.ივნისი.2019 18:08
88

ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმა განიხილეს

ვრცლად