25.იანვარი.2016 14:24
საფინანსო სექტორი

არჩილ გაჩეჩილაძე: ლარის გაუფასურება მოლოდინებს და სეზონურობას უკავშირდება

არჩილ გაჩეჩილაძე: ლარის გაუფასურება მოლოდინებს და სეზონურობას უკავშირდება
ნეგატიური მოლოდინები და სეზონურობა, - ეს ის ორი ფაქტორია, რომელსაც არჩილ გაჩეჩილაძე ლარის გაუფასურებას უკავშირებს. "გალტ & თაგარტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ გარე ფაქტორებიდან საქართველოზე გავლენა, აზერბაიჯანსა და რუსეთში მიმდინარე პროცესებმა იქონია.
 
„ლარის გაუფასურება, უფრო მოლოდინებს უკავშირდება. რუბლის სისუსტემ, ნავთობის ფასების ვარდნამ და აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებმა ალბათ მოლოდინები შექმნა საქართველოში. თუმცა აზერბაიჯანს ფუნდამენტური გავლენა არ ჰქონია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში.

ძირითადად რასაც ვხედავთ სეზონური მოვლენაა. იანვარში ყოველთვის ახასიათებს ხოლმე კურსს დაცემა, ვინაიდან ბევრმა ბიზნესმა ახალი წლის ფარგლებში გაყიდა თავისი საქონელი და ჰქონდა ლარი, რომლის გადოლარება დასჭირდა. ერთი მხრივ, სეზონური ფაქტორია იანვარში, მაგრამ მეორე მხრივ, რაც უფრო მნიშვმელოვნად მიმაჩნია არის მოლოდინები. მოლოდინებს მართვა არ სჭირდება, - იქმნება, მერე ჩაცხრება და შეიცვლება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს და ბაზრის მონაწილეებს ესმოდეთ, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესის ხელშემწყობია. ეს თუ იქნება, მოლოდინებიც შეიქმნება.

ეკონომიკური სტაბილურობა არასწორად არის ასოცირებული დოლარის კურსთან. საგანგაშო მართლაც არაფერი ხდება, მაგრამ 3 პროცენტიანი დევალვაციაც მნიშვნელოვანია, როდესაც სესხი დოლარში გაქვს.

გარე შოკები ყოველთვის იქნება, ხან პლიუსისკენ, ხან მინუსისკენ. გარემო ხან ხელს შეგვიწყობს და ხან ხელს შეგვიშლის“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

25.ივნისი.2019 13:16
164

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ვრცლად
25.ივნისი.2019 12:51
44

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ZEG - Tbilisi Storytelling Festival ჩატარდა

ვრცლად
25.ივნისი.2019 12:24
166

კომერციული ბანკების აქტივები მაისში 3,1%-ით გაიზარდა და 41,2 მლრდ ლარი შეადგინა

ვრცლად
25.ივნისი.2019 12:14
60

საქართველოს ბანკმა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კონფერენცია - “ინვესტორთა დღე” გამართა

ვრცლად
25.ივნისი.2019 10:25
566

რა გავლენა ექნება „ტურისტულ ემბარგოს“ ლარზე - არჩილ გაჩეჩილაძის მოსაზრება

ვრცლად
25.ივნისი.2019 10:16
285

„საბანკო სფეროში ნაკლები ზრდაა, თუმცა ბევრად უფრო სტაბილურია საბანკო სისტემა“

ვრცლად