24.ივნისი .2019 22:00

"არცერთი პროექტი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ანაკლიისთვის, მხარდაჭერილი არ იქნება"

views 709
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მთავრობისთვის პრიორიტეტია და მას მაქსიმალურად მხარს უჭერს.

"ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის პროექტი გეგმაზომიერად განხორციელდება და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. ასე რომ, მე ამ თვალსაზრისით, რაიმე გამოწვევას ვერ ვხედავ.

ჩვენ ჩართულები ვართ კონსორციუმთან ოფიციალურად მოლაპარაკებებში, ასევე ბანკებთან. ეს მოლაპარაკებები გეგმაზომიერად მიდის. რაიმე განსაკუთრებული, დამატებითი საკითხი მათ ამ დღეებში არ დაუსვამთ", – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე - უქმნის თუ არა ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხეს ფოთის პორტში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით ინვესტორების გეგმები, ნათია თურნავა ისევ პასუხობს, რომ "არცერთი სხვა პროექტი, რომელიც ოდნავ მაინც, პოტენციურად საფრთხეს წარმოადგენს ანაკლიისთვის, მხარდაჭერილი არ იქნება".

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა