02.თებერვალი .2016 13:40

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას ითხოვენ

views 1152
უკან

24 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას ითხოვს. არასამთავრობოების მიმართვა პრემიერ-მინისტრს უკვე გადაეცა. ანალიტიკური ცენტრის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დირექტორი, მურმან მარგველაშვილი აცხადებს, რომ ენერგეტიკული გაერთიანება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გარანტია.
 
"გაწევრიანება ფაქტიურად ასოცირების შეთანხმების შესრულების მექანიზმია. ეს ჩვენი ვალდებულებაა. თუ გვინდა, რომ ასოცირების შეთანხმება შევასრულოთ, ეს ენერგეტიკული გაერთიანება შექმნილია, როგორც დახმარების მექანიზმი. ამას თუ არ გამოვიყენებთ, შემდეგ იგივე პირობების შესრულება უფრო რთულად მოგვიწევს. ამ საკითხზე მსჯელობა ადრეც გვქონია.

ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ ენერგეტიკის სფეროში რეფორმა გავატაროთ. თუმცა, გაწევრიანებამდე ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. მათ შორის არის ის ხარვეზიანი კანონმდებლობა, რომელიც ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უშლის ხელს. მაგალითად, როდესაც "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზეა საუბარი აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის გაზი საიდან შემოვა, არამედ ეს პოლიტიკური მიზნებით როგორ შეიძლება გამოიყენონ. თუ კონკურენტული გარემო გვექნება, ეს საშიში აღარ იქნება.

პრემიერმა გამოაცხადა, რომ ჩვენ სექტემბერში ენერგეტიკულ გაერთიანებაში გავწევრიანდებით, მაგრამ მანამდე გარკვეული ეტაპებია შესასრულებელი. ეს რაც შეიძლება სწარაფად უნდა დავასრულოთ და შევთანხმდეთ, რომ ეს მართლა სექტემბერში მოხდეს", - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.