მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაბული კომპანია ტაბახმელას ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს

5657fedb9f521
BM.GE
27.11.15 10:45
3734
დეველოპერული კომპანია არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან "გრინ ველი ინთერნეიშენალ რეალ ისთეითი" საქართველოში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ არაბული ბიზნეს პორტალი, "თრეიდ არაბია" იუწყება. "თრეიდ არაბიას" ცნობით, კომპანიამ 137 მილიონ დოლარიანი პროექტის, "გრინ ველი სითის" ტაბახმელას ტერიტორიაზე მშენებლობის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

"გრინ ველი ინთერნეიშენალის" გენერალური დირექტორის, ალი საიდ ალ სალამის განცხადებით, საქართველო ერთერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა უძრავი ქონების დეველოპერებისთვის გამორჩეული ბუნებით და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოთი, ასევე სოციო-ეკონომიკური სტაბილურობით და ისეთი წამახალისებლებით, როგორიცაა საგადასახადო შეთავათები. "თრეიდ არაბიას" ინფორმაციით, "გრინ ველი სითი" 88 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენდება და მისი 35% მწვანით იქნება დაფარული. პროექტი მოიცავს 10 შენობას ჯამში 510 საცხოვრებელი სახლით სტუდიოს ტიპის ბინებიდან დაწყებული მდიდრული ვილებით დამთავრებული. ბინების ფართობი მინიმუმ 34, ხოლო მაქსიმუმ - 100 კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო საწყისი ღირებულება 45,500 დოლარი. მდიდრული ვილები, რომელთა საეთო ფართი 300 კვადრატულ მეტრზე მეტი იქნება, 250 ათას დოლარამდე ეღირება.