მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ვიცი, მთავრობას რამდენად აქვს თავის მოწონების უფლება", - ეკონომისტის FITCH-ის რეიტინგზე

5d5b116c3dc1c
მარიამ ადამია
21.08.19 09:30
753
ეკონომისტ გიორგი ღაღანიძის შეფასებით, გასაკვირი არ არის, რომ სარეიტინგო კომპანია FITCH-მა საქართველოს გაუმჯობესებული სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა, რადგან ქვეყანას ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზართან, რუსეთთან გაურთულდა ურთიერთობა და ეს ფაქტი  დადებითად არ აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.

„არ ვიცი, მთავრობას რამდენად აქვს თავის მოწონების უფლება იმის გამო, რომ რეიტინგი უცვლელი დარჩა; მართალია, არ გაუარესებულა, თუმცა რეალურად ქვეყანა საფრთხის წინაშეა. გართულდა ურთიერთობა ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო ბაზართან, ზედმეტია საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე და რანაირად გააძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას?!“, - განაცხადა bm.ge-ისთან ღაღანიძემ.

ცნობისთვის: ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ სარეიტინგო კომპანია „Fitch"-ის მიერ რეიტინგის უცვლელად დატოვება რეგიონში არსებული მდგომარეობის და გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.