მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ არსებობს საქართველოში მსგავსი უვნებელი ჰიდროელექტრო სადგური - "ხადორი-3-ის" ინვესტორი

5cbc94d3ce8fe
BM.GE
21.04.19 20:04
3715
არ არსებობს საქართველოში მსგავსი უვნებელი ჰიდროელექტრო სადგური - ეს განცხადება, კომპანია "ფერის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ჰესის უვნებლობის შესახებ, პანკისის ხეობის თითოეულ ოჯახს დეტალური ინფორმაცია გააცნეს.

მისივე განმარტებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკვე მოძიებულია ინვესტიცია და პროექტის ვადებიც შეთანხმებულია, რაც მშენებლობის ჰესის დროულად დასრულების ვალდებულებას აკისრებს.

„ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს არის ჰიდროელექტრო სადგური, რომელზეც ნებართვა დაახლოებით, ორი წელიწადია გაცემულია, რომელზეც ყველა შესწავლა გაკეთებულია, რომელზეც ინვესტიცია მოძიებულია, რომელზეც ენერგეტიკის სამინისტროს თავის ბალანსში აქვს ჩასმული მისი გამომუშავების ენერგია შესაბამისი პროპორციით ამოღებული აქვს იმპორტიდან... თქვენ პირველივე დღიდან ჩართული იყავით და მე მახსოვს, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, კიდევ ცოტა უფრო ადრე, როდესაც ჩვენ ვიწყებდით და დიდი პროტესტი მოჰყვა, ჩვენ გავაჩერეთ ყველაფერი და თითოეულ ოჯახში შევედით, თითოეულ ოჯახს ავუხსენით, დაველაპარაკეთ, რომ არ არსებობს საქართველოში მსგავსი უვნებელი ჰიდროელექტრო სადგური,“ - აცხადებს "ხადორი სამის" გენერალური დირექტორი "რუსთავი 2"-თან.

ჰესის მშენებლობის დაწყების მცდელობას პანკისის ხეობაში დღეს სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ვითარება ხეობაში უკიდურესად დაძაბული იყო. ადგილობრივებმა სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ქვები და ხელკეტები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი, მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დაშავებულები არიან როგორც მოსახლეობის ასევე სამართალდამცველების მხრიდან. ვითარება ხეობაში შს მინისტრის ჩასვლის შემდეგ განიმუხტა.

უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ შს მინისტრმა გიორგი თქვა, რომ ჰესი არ აშენდება მანამ, სანამ თანხმობას მოსახლეობის 90% არ გამოთქვამს.