15.მაისი.2019 19:46
ეკონომიკა

„აქ ხმელთაშუა ზღვის კუ ბინადრობს“ - რატომ ვერ იწყებს მშენებლობას Terra Building თბილისში?

„აქ  ხმელთაშუა ზღვის კუ ბინადრობს“ - რატომ ვერ იწყებს მშენებლობას Terra Building თბილისში?
სამშენებლო კომპანია Terra Building-ს თბილისის მერიასა და საკრებულოში არსებული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ახალი მშენებლობების დაწყება უჭირს.

როგორც  „საქმის კურსში“ კომპანიის დირექტორმა ლელა მაზანაშვილმა განაცხადა, გენგეგმის დამტკიცების შემდეგ გაირკვა, რომ მშენებლობისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა და მშენებლობა აკრძალულია.

მაზანაშვილის მტკიცებით, მერიაში განუცხადეს, რომ „ტერიტორია ამჟამად ლანდშაფტური ზონაა და აქ ხმელთაშუა ზღვის კუ ბინადრობს“.

ბიზნესმენი ყვება, რომ თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, მიწის ორი ნაკვეთი ჰქონდა ნაყიდი, ერთი - 200 ათას დოლარად, მეორე - 400 ათას დოლარად, სადაც დაბალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპირებდა.

„ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი, თავდაპირველად, 2014 წელს შევიძინეთ და ერთი კორპუსი ავაშენეთ, ხოლო 2017 წელს მის მომიჯნავედ მეორე მიწის ნაკვეთი შევიძინეთ. ტერიტორიის გაერთიანების მიზნით, მერიაში საბუთები შევიტანე, მათ კი, საკრებულოში გადაგზავნეს. საკრებულოს პასუხი 2017 წლის 10 ნოემბერს უნდა მქონოდა, თუმცა მას შემდეგ არანაირი პასუხი არ მიმიღია. რა თქმა უნდა, ვწერდი წერილებს, თუმცა პასუხი არ ყოფილა, შესაბამისად, მშენებლობა ვერ დავიწყე. იმის გამო, რომ ბიზნესი განგვევითარებინა და წინ წავსულიყავი, მეორე მიწის ნაკვეთი ვიყიდე, სადაც ყველაფერი გაკეთებული იყო. მხოლოდ პროექტი იყო შესათანხმებელი და 2018 წელს მერიაში ესეც შევიტანეთ, საიდანაც მოგვწერეს, რომ 4 ხარვეზი გამოიკვეთა. კერძოდ, მომივიდა პასუხი, რომ ამ ტერიტორიაზე ახალი მშენებლობის დაწყება სივრცით ბალანსის დარღვევას გამოიწვევდა.

ეს უცნაური პასუხი იყო და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრეთ და მერიის იურიდიულ სამსახურში ეს საჩივარი მოვიგეთ. ამის შემდეგ მერიაში ეს პასუხი გააუქმეს და უკან არქიტექტურის სამსახურში დააბრუნეს. ამასობაში ზეპირი მოსმენის სხდომა ჩაინიშნა. წამოგვეწია გენერალური გეგმა და მოგვივიდა ასეთი პასუხი, რომ აქ მშენებლობა არ შეიძლება, რადგან გენგეგმის მიხედვით არის შეზღუდვები. იქ არის გენერალური გეგმის 73-ე მუხლი, ვნახეთ ეს მუხლი და აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა ლანდშაფტური ზონა და აქ ხმელთაშუა ზღვის კუ ბინადრობს,“ - განაცხადა მაზანაშვილმა.

ლელა მაზანაშვილი მერიისგან ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის მოხსნას ითხოვს.

„იქ რეალურად ბუჩქიც კი არ დგას და ამიტომ ტყის სტატუსის მოხსნაზე მოთხოვნა გავაკეთე და 30 მაისამდე სხდომის ჩანიშვნას ველოდები. ამჟამად 600 000 დოლარის ვალი გვაქვს, რომლითაც ეს მიწის ნაკვეთები გვაქვს შეძენილი, რაც კომპანიას ძალიან მძიმე ტვირთად აწევს. ჩვენ ვიხდით ბანკის პროცენტებს და ვეღარ ვმუშაობთ“, - აღნიშნა მაზანაშვილმა.

Bm.ge თბილისის მერიის პასუხსაც შემოგთავაზებთ.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

27.მაისი.2019 09:00
74

დღეს, პარლამენტში, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი სტუდენტებს შეხვდება

ვრცლად
26.მაისი.2019 22:03
118

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
321

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
192

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
665

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
174

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად