მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში საქართველოში Universal Studios Hollywood-ისა და HBO-ს პროდიუსერები ჩამოვლენ

5c99f38b39671
მარიამ ადამია
26.03.19 13:39
578
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, 24 აპრილიდან საქართველოს Universal Studios Hollywood-ის ოთხი ვიცე-პრეზიდენტი და HBO-ს პროდიუსერი ესტუმრება.

როგორც ხიდურელმა „საქმიან დილაში“ განაცხადა, ისინი საქართველოში შეისწავლიან ადგილებს, სადაც ფილმის გადაღებაა შესაძლებელი.

„სტუმრებს შორის იქნებიან ჰოლივუდის ის რამდენიმე პროდიუსერიც, რომელთა ფილმებს „ოსკარები“ აქვთ აღებული. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პირველივე ვიზიტზე ფილმს გადაიღებენ ჩვენთან, თუმცა ისიც წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ მათთან ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შევძელით და დავაინტერესეთ საკმარისად, რომ ჩამოსულიყვნენ თუნდაც ერთი კვირით ჩვენს ქვეყანაში; ამ შანსს არ გავუშვებთ ხელიდან და უკვე გავწერეთ პროგრამა. ვაპირებთ, მოვატაროთ ყველა ის ლოკაცია, რომელიც ვთვლით, რომ საინტერესო იქნება მათთვის ფილმის გადასაღებად“, - განაცხადა ხიდურელმა.

როგორც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი აღნიშნავს, ვიზიტის შემდეგ, საქართველო უკვე დაელოდება კონკრეტულ შემოთავაზებებს.

„თუნდაც ერთი ჰოლივუდის ფილმის გადაღების შემდეგ, მარტივია ესაუბრო სხვა პროექტებზე პროდიუსერებს, რომლებიც პირველი რასაც გვეკითხებიან, არის „გადაღებულა თუ არა ჩვენს ქვეყანაში ამერიკული ან ჰოლივუიდის ფილმი“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

შეგახსენებთ, რომ სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი გასული წლის დეკემბერში Hollywood-ს სტუმრობდა, სადაც მსხვილი სტუდიოების ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა.