მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა საკუთარი საკრედიტო ბარათი გამოუშვა

5c9a204fcf42b
ლევან თაღიაშვილი
26.03.19 20:25
1063
Apple-მა საკუთარი საკრედიტო ბარათი გამოუშვა.

მომხმარებლებს მისი შეძენა უკვე ზაფხულში შეეძლებათ.

ტექნოლოგიური კომპანიის მთავარი პარტნიორები Goldman Sachs და Mastercard არიან; მისი მთავარი უპირატესობა გადასახადებია.

Apple-ის საკრედიტო ბარათს არანაირი გადასახადი არ აქვს, მათ შორის არც - საერთაშორისო და მისი გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ.

ბარათის ინტეგრირება ცხადია, სმარტფონშიც შეგეძლებათ.

Apple-მა ფაქტობრივად, ინტერნეტ ბანკის ფუნქცია შეითავსა; ის მთელი თქვენი დანახარჯების ანალიზს გააკეთებს და მას კატეგორიებად დაყოფს. ბარათის აღება ჯერჯერობით, მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებს შეეძლებათ.