04.მაისი.2016 20:19
მსოფლიო

Apple-მა ჩინეთში iPhone-ის სახელის გამოყენების ექსკლუზივი დაკარგა

Apple-მა ჩინეთში iPhone-ის სახელის გამოყენების ექსკლუზივი დაკარგა
Apple-მა ჩინეთში iPhone-ის სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე უფლება დაკარგა, რაც იმას ნიშნავს რომ აღნიშნული სახელით პროდუქციის გაყიდვის უფლება სხვა კომპანიებსაც მიეცათ.
 
ჩინეთის სასამართლომ დაადგინა რომ iPhone არ იყო ქვეყანაში "პოპულარული ბრენდი", მანამ სანამ სხვა ადგილობრივი კომპანიებიც დაიწყებდნენ მისი სახელის გამოყენებას 2007 წელს. შესაბამისად სახელის მფლობელი ადგილობრივი Xintong Tiandi Technology-იც არის. კომპანიას ბრენდის სახელის გამოყენება მობილური ტელეფონის ქეისებზე, საფულეებსა და სხვა აქსესუარებზეც შეუძლია.

ჩინეთი Apple-სთვის ნომერ მეორე ბაზარია გაყიდვების კუთხით, თუმცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთში iPhone-ების გაყიდვები შემცირდა, რამაც კომპანიის მთლიან გაყიდვებზეც და საბოლოოდ აქციების ვარდნაზეც იქონია გავლენა.

Apple-მა სავაჭრო მარკაზე ნებართვა პირველად 2002 წელს მოითხოვა. ჩინურმა Xintong-მა კი სახელის გამოყენება ქვეყანაში iPhone-ის გაყიდვების დწყებიდან მალევე მოითხოვა.

21.ივლისი.2019 17:29
3314

Газета.Ru: თურქმენეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ვრცლად
21.ივლისი.2019 14:50
259

მშენებლობის ბუმი დუბაიში და მდიდრული ვილები იაფად

ვრცლად
20.ივლისი.2019 18:40
1146

რომელი ქვეყნები გამდიდრდებიან 2028 წლისთვის?

ვრცლად
20.ივლისი.2019 15:40
706

ყველაზე გავლენიანი ჩინური ბრენდების ტოპ-10

ვრცლად
20.ივლისი.2019 14:32
859

“სანამ ჩვენ "ვბერდებით", ისინი ფულს შოულობენ” - რუსულმა Face App-მა 10 დღეში $1 მლნ. გამოიმუშავა

ვრცლად
19.ივლისი.2019 23:10
619

Inditex-ის ამბიციური სტრატეგია

ვრცლად