2016 წლის პირველ კვარტალში ამერიკული კომპანია Apple-ი iPhone-ის ახალი მოდელების Phone 6s და iPhone 6s Plus-ის წარმოებას საწყის გეგმასთან შედარებით შეამცირებს.
ამერიკულ კომპანიას ახალი მოდელების გამოშვების მოცულობის შენარჩუნება მათი წინა მოდელების მოცულობის დონეზე ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა იმის გამო, რომ მსოფლიოში გაყიდვები შემცირდა პროდუქციის საკმარისი რაოდენობა ვერ გაიყიდა.
კომპანია იმედოვნებს, რომ iPhone 6s და iPhone 6s Plus-ის გამოშვების შემცირება ხელს შეუწყობს წინა მოდელების გაყიდვას.
Apple-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგის სიის სათავეში სამჯერ იყო. ბრენდი დაახლოებით 170, მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც წინა წელთან შედარებით 43 პროცენტით მეტია.