მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპლიკაცია, რომელიც ფასდაკლებებს გავლილი ნაბიჯების მიხედვით გთავაზობთ

5ca381b8b62e4
ანუკა ჯოხაძე
03.04.19 00:20
3715
დაახლოებით 1 თვის წინ. ქართულ ბაზარზე ახალი მობილური აპლიკაცია, სახელწოდებით – SIWALK გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ქართულ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასდაკლებას დღის განმავლობაში გავლილი ნაბიჯების მიხედვით სთავაზობს.

როგორც აპლიკაციის იდეის ერთ-ერთი ავტორი ნიკა შინჯიკაშვილი ამბობს, SIWALK ითვლის ნაბიჯებს, ყოველ 1000 ნაბიჯზე მომხმარებელს 1 ქოინს აძლევს, ქოინის გადაცვლა კი სხვდასხვა ფასდაკლებებზეა შესაძლებელი.

კომპანიას ამ ეტაპზე 20-მდე პარტნიორი ჰყავს. იდეის ავტორის თქმით, სამომავლოდ ამ მიმართულებით უცხოეთის ბაზრების ათვისებაც იგეგმება. ამასთან, SIAPP-ის დამფუძნებლები მომავალში აპლიკაციის მომხმარებლებს სმარტ საათსაც შესთავაზებენ, რომელიც ნაბიჯების დათვლას კიდევ გაამარტივებს.

"ეს არის მობილური აპლიკაცია, რომელიც ითვლის ნაბიჯებს, თუმცა ჩვენი მთავარი იდეა არის ის, რომ ნაბიჯები დავაკონვერტიროთ ქოინებში. მომხმარებელი ყოველ 1000 ნაბიჯზე იღებს ერთ ქოინს. მას შეუძლია, დააგროვოს ქოინები და დაგროვილი ქოინები გამოიყენოს მისთვის სასურველი პროდუქციისა და სერვისის მისაღებად. ძირითადად ეს იქნება ფასდაკლებები. მომხმარებელი იღებს უფასოდ, საკუთარი ფიზიკური აქტოვობის ხარჯზე გარკვეულ მატერიალურ შეღავათებს. ყოველ 24 საათში ნულდება თქვენი შედეგი, თუმცა ის თქვენს საფულეში გადადის და თქვენს ისტორიაში ინახება. მეორე დღეს კი იწყება ახლიდან ათვლა", - აცხადებს siapp-ის დამფუძნებელი ნიკა შინჯიკაშვილი.