19.აპრილი .2019 19:25

ანზორ მელია აკაკი ზოიძეს მიმართავს: ვთხოვ, მარტო პარლამენტში არ იჯდეს

views 510
უკან

„დღე არ გავა, რომ არ მომმართოს ორმა-სამმა ექთანმა, ვინც არ მუშაობს და სამსახური უნდა. საქმე იმაშია, რომ კლინიკები ექთნების კვალიფიკაციაზე არ ზრუნავენ, ექთნებს ანა-ბანას არ ასწავლიან,“ - ამის შესახებ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა.

ანზორ მელიამ ამ განცხადებით აკაკი ზოიძეს უპასუხა. როგორც ზოიძემ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, კლინიკებს ექიმების სიჭარბე და ექთნების მწვავე დეფიციტი აქვს.

კლინიკის დამფუძნებელმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა.

„ზოიძეს ვთხოვ, მარტო პარლამენტში არ იჯდეს. მოიაროს ტრადიციული კლინიკები, გაესაუბროს დირექტორებს, ექიმებს და მიხვდება. მხოლოდ სტატისტიკით ის აზრს ვერ გამოიტანს,“ - განაცხადა ანზორ მელიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ექთნების მწვავე დეფიციტი გვაქვს - ერთი ექთანიც კი არ მოდის ერთ ექიმზე, როცა ერთ ექიმზე 3 ექთანი უნდა მოდიოდეს. როგორც ზოიძემ აღნიშნა, ექთნების მოთხოვნა როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ არის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა