21.აპრილი .2016 12:48

ანჟეი ჩიეშკოვსკი: ქართველი ინვესტორების მიზანი ჯერ-ჯერობით ქართული ბაზრის ათვისება უნდა იყოს

views 1067
უკან

"ქართველებს პოლონეთში მცირე ბიზნესის დაწყება არ უჭირთ", - განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკმა "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში. ელჩის განცხადებით, საქართველოში საკმაოდ ბევრი აუთვისებელია სექტორია. ელჩი ქართველ ინვესტორებს თავდაპირველ ეტაპზე სწორედ ადგილობრივი ბაზრის ათვისებას ურჩევს.
 
"რამდნეიმე ქართული რესტორანი ვარშავაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვა რესტორნებთან შედარებით. რაც შეეხება უმფრო მასშტაბურ ინვესტიციებს, ამაზე საუბარი გამიჭირდება. ვფიქრობ რომ საქართველოში იმდენი სფერო და სექტორია აუთვისებელი რომ აჯობებს ქართველი ინვესტორების მიზანი ჯერ-ჯერობით ქართული საინვესტიციო ბაზრის ათვისება იყოს.

შემიძლია გითხრათ რომ ყველაზე დიდ პოტენციალს რაშიც მე ვხედავ საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობისას ეს არის ისევ დ აისევ ვაჭრობა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ შარშანდელი წელი საქართველოსთვის პოლონეთში პროდუქციის ექსპორტის თავლსაზრისით ძალიან ნაყოფიერი იყო. ექსპორტის მაჩვენებელმა 2014 წელთან შედარებით 100 პროცენტით მოიმატა და 21 მილიონი დოლარის ნაცვლად 42 მილიონი დოლარი შეადგინა.

ჩვენთვის უმნიშნელოვანეს როლს თამაშობს ქართული ღვინო, თუმცა რასაკვირველია მხოლოდ ღვინო არ შემოდის საქართველოდან, ასევე საქართველოდან პოლონეთში ექსპორტზე გადის ქართული თხილი, წყალი, წვენები, კერამიკისა და მინის პროდუქცია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები წლიდან წლამდე უმჯობესდება", - განაცხადა ელჩმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა