13.აგვისტო .2019 14:30

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა სახელმწიფოს 330 მლნ ლარი დაუჯდება

views 374
უკან

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა სახელმწიფოს 330 მილიონი ლარი დაუჯდება, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

კითხვაზე - შეიცვლება თუ არა სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ურთიერთობა მას შემდეგ, რაც კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გავიდნენ, ქარსელაძე ამბობს, რომ ამ თემაზე ის ახალს ვერაფერს იტყვის, რამდენადაც ყოველდღიურად კეთდება განცხადებები ხელისუფლების მხრიდან.

ირაკლი ქარსელაძე აქცენტს იმ ვალდებულებებზე აკეთებს, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დაკავშირებით.

“ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან და ამ პროექტთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ ის, რომ პროექტირება გზის და რკინიგზის, რასაც სახელმწიფო ახორციელებს, მიმდინარეობს იმ დაგეგმილი ტემპით, რაც იმთავითვე იყო განსაზღვრული. დეტალური პროექტირება მიმდინარეობს ამჟამად. პირველი სამუშაო პროექტი წარმოდგენილი იქნება 2 ოქტომბრისთვის.

ამის პარალელურად ჩვენ ვაპირებთ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ აპრობირებული პრაქტიკით შესაბამისი სამშენებლო კომპანიების ტენდერი ჩავატაროთ და ნოემბრისთვის უკვე გამარჯვებული გვყავდეს. ჯამურად 330 მილიონი ლარი - ეს არის ის ბიუჯეტი, რაც საორიენტაციოდ დაჯდება მისასვლელი გზისა და რკინიგზის მოწყობა”,– აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა