12.ივნისი.2019 14:27
ეკონომიკა

"ანაკლიის კონსორციუმის" პასუხი ცქიტიშვილს: საჭირო კაპიტალი სრულად გვაქვს მობილიზებული

"ანაკლიის კონსორციუმის" პასუხი ცქიტიშვილს: საჭირო კაპიტალი სრულად გვაქვს მობილიზებული
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებით, კონსორციუმს პროექტისთვის საჭირო კაპიტალი სრულად აქვს მობილიზებული.

ამის შესახებ კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საქმე იმაშია, რომ ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „კონსორციუმს კვლავ აქვს მოსაძიებელი არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არამედ საკუთარი კაპიტალი ანუ საკუთარი დაფინანსება“.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას სრულად აქვს მობილიზებული პროექტისთვის საჭირო კაპიტალი და ამის ოფიციალური გაცხადება მოხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიაღწევენ შეთანხმებას“, - აცხადებენ კონსორციუმში.

ამასთან, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მიესალმება საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტისთვის ფინანსების მოსაზიდად ვადის გახანგრძლივების შესახებ და აცხადებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბანკებთან მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის, რათა მოხდეს მთავრობასა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის 8 პუნქტიანი საკითხების სიაზე საბოლოო შეთანხმება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მოცემულ ვადებში, მაქსიმალურად ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, კონსორციუმმა უკვე დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი, გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები და მზად არის ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად.

რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, თუ შემდეგი ერთი თვის მანძილზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოხდა შეთანხმება მერვე პუნქტთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ანაკლიის პორტი დადგენილ ვადებში - 2020 წლის ბოლოს - 2021 წლის დასაწყისში შეძლებს პირველი გემის მიღებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: თელარა გელანტია

22.აგვისტო.2019 10:15
118

როდიდან განახლდება მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი?

ვრცლად
22.აგვისტო.2019 09:30
153

GuestMe - ტურისტების სახლში გამასპინძლება საქართველოში კომერციულ დანიშნულებას იძენს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 21:20
195

დაბინძურებული ბეშუმი - დამსვენებლები დანაგვიანებულ გარემოზე ჩივიან <ფოტო>

ვრცლად
21.აგვისტო.2019 21:00
379

„საპენსიო დანაზოგებს დღეს 7% ერიცხება, რაც არაა ცუდი - მომავალში გაცილებით მეტი დაერიცხება“

ვრცლად
21.აგვისტო.2019 20:15
262

„სამწუხაროდ, ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში, ტაქსის გარდა - ეს არ არის სწორი“

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:30
251

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

ვრცლად