12.ივნისი.2019 12:35
ეკონომიკა

"ანაკლიის კონსორციუმი ცდილობს ამჟამად $520 მილიონის აკუმულირებას"

"ანაკლიის კონსორციუმი ცდილობს ამჟამად $520 მილიონის აკუმულირებას"
„კონსორციუმი ამჟამად ცდილობს 520 მილიონის აკუმულირებას, აქედან 400 მილიონი არის ის საკრედიტო რესურსი ანუ ნასესხები კაპიტალი, რომლის თაობაზე ბანკებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დანარჩენი 120 მილიონი არის საკუთარი კაპიტალი, რომელიც ასევე კონსორციუმს დიდი ხნის განმავლობაში უნდა ჰქონოდა მობილიზებული“-ამის შესახებ ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს.

მისი განმარტებით, მართალია კონსორციუმმა საკუთარი კაპიტალის მობილიზება ჯერ ვერ შეძლო, თუმცა მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ინვესტორი ამ მხრივ საკმაოდ წინ არის წასული.

„ევროკავშირთან შესაძლო და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებთან მოლაპარაკება არ ეხება მთლიანად 400 მილიონს. ის ეხება მხოლოდ გარკვეულ ნაწილს. ამ თანხებზე შეთანხმება მიმდინარეობს არა ჩვენს შორის, არამედ ბანკებსა და კონოსრციუმს შორის. ეს არის მათი სფერო, მათი საკითხი, ჩვენ ამაში არ ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სხვა საკითხი, რომელიც მთავრობის მონაწილეობას ეხებოდა.

რაც შეეხება საურავებს, გადავადების პირობებს, ეს არის სწორედ ის პროცედურები, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ .რაზეც, რა თქმა უნდა ინვესტორთანაც უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას და საქართველოს მთავრობამაც უნდა განსაზღვროს თავისი პოზიცია.

მთავარია ჩვენი მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დამატებითი ვადა, რომელიც 2019 წლის ბოლომდე არის მოთხოვნილი ინვესტორის მხრიდან, იქნება მიცემული იმისთვის, რომ ჩვენც, კონსორციუმსაც, ბანკებსაც ჰქონდეს საშუალება, რომ ეს პროცესი სრულად გავიაროთ.

ჩვენთვის მთავარია შედეგი, მთავარია ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და კონსორციუმსს მივცეთ კიდევ ერთი ვადა, რომ ეს პროცესი დასრულდეს“-განმარტა ცქიტიშვილმა.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

25.აგვისტო.2019 17:40
553

მიხელ ხიდურელს სურს, რომ ჰოლივუდმა "ვეფხისტყაოსანი" გადაიღოს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 17:15
298

ვინ დაინტერესდება "რადიოქალაქის" პროექტით, 30 აგვისტოს გაირკვევა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:05
490

"ჰაიდელბერგცემენტი" ბეტონის ქარხნების აშენებას საქართველოს მასშტაბით გეგმავს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 14:20
207

რომელი ქვეყნებიდან შემოდის ინვესტიციები ენერგეტიკაში

ვრცლად
25.აგვისტო.2019 13:50
119

ჩეხეთში ჩაი "მანნას" სარეკლამო ბანერები გამოჩნდა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 12:30
100

თორნიკე რიჟვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ საცხოვრებლისა და მიწის დაკანონების პრობლემების გადასაჭრელად

ვრცლად