12.ივნისი.2019 14:13
ეკონომიკა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ რეაქცია მთავრობის გადაწყვეტილებაზე - განცხადება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ რეაქცია მთავრობის გადაწყვეტილებაზე - განცხადება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მიესალმება საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტისთვის ფინანსების მოსაზიდად ვადის გახანგრძლივების შესახებ და აცხადებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბანკებთან მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის, რათა მოხდეს მთავრობასა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის 8 პუნქტიანი საკითხების სიაზე საბოლოო შეთანხმება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას სრულად აქვს მობილიზებული პროექტისთვის საჭირო კაპიტალი და ამის ოფიციალური გაცხადება მოხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიაღწევენ შეთანხმებას.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მოცემულ ვადებში, მაქსიმალურად ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, კონსორციუმმა უკვე დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი, გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები და მზად არის ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად.

რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, თუ შემდეგი ერთი თვის მანძილზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოხდა შეთანხმება მერვე პუნქტთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ანაკლიის პორტი დადგენილ ვადებში - 2020 წლის ბოლოს - 2021 წლის დასაწყისში შეძლებს პირველი გემის მიღებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, მთავრობამ „ანაკლიის კონსორციუმს“ ფინანსური დახურვისთვის ვადა, რომელიც 15 ივნისს იწურებოდა, 6 თვით გაუხანგრძლივა.
ავტორი: თელარა გელანტია

19.ივნისი.2019 18:17
67

მინისტრი: პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია... დაახლოებით, 0.5 მლრდ ათვისებულია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:49
1272

ათეულობით მლნ ლარის ზიანი სახელმწიფოს - პასუხისგებაშია 23 მეწარმე, მათგან 17 პირი პატიმრობაშია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:36
154

1 დოლარი 2.78 ლარი გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:22
79

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:10
227

აზერბაიჯანის ბაზრისთვის Coca-Cola Energy-ის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გამოუშვებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 16:56
108

„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“: ტექინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრის სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს

ვრცლად