მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიაში ფესტივალ Echowaves-ის სუბსიდირება ბიუჯეტს დაახლოებით, 2 მლნ უჯდება

5d08d84962c86
ლიკა გურაბანიძე
18.06.19 17:15
1399

2019 წელს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves  დაახლოებით, 2 მილიონ ნახევარი ლარი დაჯდება. მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიაში მეორედ ჩატარდება, EXIT-ის ქოლგის ქვეშ და CHECK IN GEORGIA-ს მხარდაჭერით იმართება.


ფესტივალს კვლავ Anaklia Entertainment Group გამართავს.

22-25 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიის სანაპიროზე განთავსებულ რამდენიმე  სცენაზე 150 არტისტი დაუკრავს.

ორგანიზატორები მსმენელს წელს სიახლეებს სთავაზობენ. შარშან არსებულ 5 სცენას, წელს რამდენიმე სცენა ემატება. რაც შეეხება, LINE UP-ს, წელს ჰედლაინერები იქნებიან: NINA KRAVIZ / a-z ADRIATIQUE / BEN KLOCK / CLAPTONE / DAX J/ DJ TENNIS / KINK live / RED AXES / RODHAD

BORIS / BAHRAMJI & MEDUSA ODYSSEY / EELKE KLEIJN / LEHAR / MATHAME / MUSUMECI / PARK HYE JIN / PETRE INSPIRESCU / PLAID live / SAMA TIJANA T / TOM TRAGO / VALENTINO KANZYANI / VRIL live / YOKOO

ANDREW MELLER / BACHO / GIO SHENGELIA / L8 / SIDARTHA SILICEO & ANIA / STIMMHALT / TOMMA

დღის განმავლობაში კი, ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ  სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ, დაესწრონ ვორქშოფებს. ასევე, ეწვიონ ღია კინოთეატრს და ახლომდებარე ლოკაციებიც მოინახულონ. საფესტივალო ტერიტორიაზე კარვებიც  განთავსდება.


ECHOWAVES-მა გასულ წელს წარმატებული სტარტი აიღო და 150-მდე დიჯეის და 10 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. 2018 წელს, ECHOWAVES საუკეთესო ახალი ფესტივალის ნომინაციის შორთლისთშიც აღმოჩნდა.

2018 წელს ღონისძიების ორგანიზებაში Check in Georgia-ს ფინანსური თანამონაწილეობა 4 მილიონ 160 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო 2 მილიონი კერძო ინვესტიციის სახით ჩაიდო.