მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამიტომაცაა მნიშვნელოვანი სახელმწიფომ შეუწყოს ხელი ინვესტორს, რომელიც რთულ რეგიონებში შედის"

5cbd684e90999
BM.GE
22.04.19 11:12
599
“რაც პანკისში მოხდა, დამაზიანებელია ყველასთვის. სამწუხაროდ, გარკვეული ძალების მხრიდან სიმშვიდისკენ მოწოდების ნაცვლად, ვიხილეთ აგრესიული ქმედებებისთვის გამოცხადებული სოლიდარობა და პარალელური აქციები - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას „იმედის“ ეთერში.

„მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივებს, ვისაც ბოლო პერიოდში პირადად შევხვდი და დავინახე, რომ ძალიან კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება და მუდმივად ფიქრობენ, როგორ გამოვიდნენ იმ საერთო განწყობიდან, რომ ესაა განსაკუთრებული ხეობა განსაკუთრებული პრობლემებით.

მათ უნდათ ტურიზმის, წარმოების განვითარება, ფიქრობენ ახალგაზრდების განათლებაზე, დასაქმებაზე. ისინი ხვდებიან, რომ ასეთ პროექტებს მოაქვს ნდობა რეგიონის მიმართ იმ თვალსაზრისით, რომ იქ უსაფრთხოა ინვესტიციის ჩადება და ბიზნესის კეთება.

ამიტომაცაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფომ შეუწყოს ხელი ინვესტორს, რომელიც ასეთ რთულ რეგიონებში შედის, ასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და უზრუნველყოფს მათ პროფესიულ განათლებას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.