08.იანვარი .2016 16:32

ამერიკულმა Dow Jones-ის ინდექსმა 119 წლის მანძილზე ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა

views 1042
უკან

აშშ-ის საფონდო ბირჟაზე Dow Jones-ის ინდექსი რეკორდულ მინიმუმდე ჩამოვიდა. ინდექსი 5 პროცენტით დაეცა,-იტყობინება CNN-ი. ინდექსმა 119 პუნქტი დაკარგა, რაც 1897 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. თავის ისტორიაში ეს ოთხდღიანი ვარდნა ყველაზე რთული იყო, - აღნიშნავს კომპანია FactSet-ი.

აშშ-ის უმსხვილესი რეგიონალური საფონდო ბირჟის კრახს აშშ-ის საინვესტიციო-საკონსულტაციო ფირმის Yarden Research-ის ხელმძღვანელი ედ იარდენი გამოეხმაურა: "ინვესტორებმა ეს წელი პანიკური მდგომარეობით დაიწყეს", - განაცხადა მან.

ექსპერტები აშშ-ის საფონდო ბირჟის კრახსა და მოსალოდნელ კრიზისს ჩინეთს უკავშირებენ. 2016 წლის დასაწყისში ჩინეთის საფონდო ბირჟების ვარდნის გამო, სახელმწიფომ ვაჭრობა ორჯერ დროებით შეაჩერა.