19.იანვარი .2016 10:09

ამერიკული North Dakota Sour-ის მარკის ნავთობის ფასი 0-ს ქვემოთ დაეცა

views 1317
უკან

ამერიკული, დაბალხარისხაინი, North Dakota Sour -ის მარკის ნავთობის ფასი 0-ს ქვემოთ დაეცა. Bloomberg-ი კორპორაციული ფასების სიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კომპანია Flint Hills Resources-ი მზადაა North Dakota Sour-ის მარკის ნავთობი შეიძინოს, თუკი 1 ბარელში მას 0,5 აშშ დოლარს გადაუხდიან. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2014 წლის იანვარში ამ მარკის ნავთობი 47,60 აშშ დოლარი ღირდა, 2015 წლის იანვრისთვის კი, მისი ფასი 1 ბარელზე 13,50 აშშ დოლარამდე იყო შემცირებული.

North Dakota Sour-ი ძალიან დაბალი ხარისხისაა, მასში მაღალია გოგირდის შემცველობაა, ამიტომ მოპოვების მოცულობა 15 000 ბარელზე ნაკლებია დღე/ღამეში. შედარებისთვის, შტატ დაკოტას დასავლეთ ნაწილიში ფიქალიდან ყოველდღიურად 1,1 მილიონი ბარელი ნავთობის მოპოვება ხდება, რომელშიც გოგირდის შემცველობა დაბალია. Flint Hills-ის წარმომადგენელმა ჯეიკ რეინტმა Bloomberg-ის სატელეფონო ზარებს და ელექტრონულ გზავნილს არ უპასუხა, სადაც სააგენტო ითხოვდა კომპანიის საფასო პოლიტიკის კომენტირებას. აღსანიშნავია, რომ ნავთობი, გოგირდის მაღალი შემცველობით, გაცილებით ნაკლები ღირს, რადგანაც მისი გადამუშავებისთვის სპეციალური მოწყობლობა საჭირო.