13.აგვისტო.2019 16:07
ეკონომიკა, საზოგადოება

ამერიკული გამაგრილებელი სასმელი RC Cola-ს მომენტალური გათამაშების გამარჯვებული ცნობილია

ამერიკული გამაგრილებელი სასმელი RC Cola-ს  მომენტალური გათამაშების გამარჯვებული ცნობილია
ამერიკული გამაგრილებელი სასმელი RC Cola-ს გრანდიოზული, მომენტალური, გათამაშების ერთ-ერთი იღბლიანი გამარჯვებული უკვე ცნობილია.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, ორკაციანი საგზურის მფლობელი თამაზ მეკოკიშვილი გახდა, რომელმაც უბნის მაღაზიაში შეიძინა RC Cola და მომენტალურად ეგვიპტის ზღვისპირა კურორტის, ორ კაციანი საგზურის მფლობელი გახდა. როგორც აღმოჩნდა, ბატონი თამაზი RC Cola-ს ხშირად ყიდულობს და მისი ერთგული მომხმარებელია.

"RC Cola ძალიან მიყვარს. ის გამორჩეული, გემური თვისებების გამაგრილებელი სასმელია და ოჯახში ძალიან ხშირად ვყიდულობთ. თუმცა, ვაღიარებ, რომ მოგებას არ ველოდი. ამიტომ, ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო. დიდი მადლობა RC Cola-ს და სს "ქართული ლუდის კომპანიას" ასეთი დიდი სიხარულისთვის", - აცხადებს RC Cola-ს გრანდიოზული, მომენტალური გათამაშების გამარჯვებული თამაზ მეკოკიშვილი.

როგორც თავად ბატონმა თამაზმა აღნიშნა, მოგებულმა პრიზმა ძალიან გააბედნიერა, თუმცა არანაკლებ კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ საგზური მეზობელ გოგონებს - ნათია სადაღაშვილს და სალომე ჭავჭავაძეს გადასცა, რითაც გოგონებს არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა.

,,ჩვენმა მეზობელმა თამაზ მეკოკიშვილმა, RC Cola - ს გათამაშებაში მოიგო საგზური, რომელიც მე და სალომეს გადმოგვცა. ძალიან ბედნიერები ვართ, ნამდვილად შესანიშნავი საჩუქარი მივიღეთ და გვიხარია, რომ ზაფხულის ცხელ დღეებს ეგვიპტის ზღვის სანაპიროზე გავატარებთ. დიდი მადლობა ბატონ თამაზს და RC Cola - ს.’’ - განაცხადა ნათია სადაღაშვილმა

როგორც ცნობილია, 100 წლოვანმა ამერიკულმა გამაგრილებელმა სასმელმა RC Cola-მ საქართველოში მომენტალური გათამაშება დაიწყო. RC Cola-ს ისტორიაში ეს არის პირველი მომენტალური გათამაშება, რომელსაც საბოლოოდ 10 ათასამდე მოგებული ეყოლება.
პრიზები კი მართლაც მრავალფეროვანია. RC Cola-ს მომენტალური გათამაშების გამარჯვებულები მიიღებენ:
· 15 ერთეულ ორკაციან საგზურს;
· 200 ყურსასმენს;
· 120 ველოსიპედს;
· 30 ჰოვერბორდს;
· 10 ტელევიზორს;
· 1200 არსის პაზლს;
· 5000 ჭიქას;
· 100 000 RC Cola-ს.
დააგემოვნე RC Cola და მოიგე პრიზები.
ზაფხულის ცხელ დღეებში, სადაც არ უნდა იყო გახსენი ცივი RC Cola და ჩაები მომენტალურ გათამაშებაში.
საქართველოში ლეგენდარული ამერიკული სასმელი RC Cola-ს წარმოება 2016 წლიდან დაიწყო. სს "ქართული ლუდის კომპანია" RC-ს ოჯახიდან დღეისათვის სამი სახეობის სასმელს აწარმოებს, ესენია: RC Cola, RC Q და RC Cola Coffee.

გათამაშებასთან დაკავშირებით, სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: http://rccola.ge/ ან ეწვიეთ ვებგვერდს – www.rccola.ge

ასევე, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 591 59-73-73

NS

23.აგვისტო.2019 16:30
87

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
122

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:40
196

ზაზა ფაჩულიამ "არქის" 13%–იანი წილი შეიძინა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:27
552

ზაზა ფაჩულია "არქის" თანამფლობელი გახდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:45
244

რა მიზნით გადიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ – სტატისტიკა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:20
73

"2010 წლის შემდეგ საქართველოში ბელარუსი ტურისტების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა"

ვრცლად