11.თებერვალი .2016 12:39

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, მთავრობის საგადასახადო ინიციატივებს აქვეყნებს და აფასებს

views 1620
უკან

პრემიერმა საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლასთან, ერთად ბიზნესს 4 ცვლილება შესთავაზა, - აღნიშნული ცვლილებების შესახებ, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საქართველოში, სარა უილიამსონი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.
 
"პრემიერმა ესტონური მოდელის გარდა, 4 ახალი ინიციატივა წარმოადგინა, რომლის განხორციელებასაც ბიზნესი უკვე წლებია საჭიროებს. ეს ინიციატივებია:

1. აღარ მოხდება აქტივების გაყინვა, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე
2. ფინანსური პოლიცია აუდიტს აღარ ჩაატარებს, - ეს შემოსავლების სამსახურის საქმეა
3. კორპორაციებისთვის დღგ-ს დაბრუნების სპეციალური წესი იცვლება
4. საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევა, რომელიც ბიზნესის გადახდისუნარიანობას გაამარტივებს.

ვულოცავ პრემიერს და მის გუნდს ამბიციური და ძალიან საჭირო რეფორმების შემოთავაზებას", - წერს სარა უილიამსონი.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა