მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკელმა მილიონერმა საკანში თავის ჩამოხრჩობამდე ანდერძი დაწერა

5d5bc5725b50d
მიხეილ ხაჩიძე
20.08.19 22:00
1033
არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმისთვის ბრალდებულმა ამერიკელმა მილიონერმა ჯეფრი ეპშტაინმა ციხეში თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე ანდერძი დაწერა.

"New York Post"-ის ინფორმაციით, მილიონერმა თავისი ქონება, რომელიც 578 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, The 1953 Trust-ის სახელწოდების ფონდს დაუტოვა.


ბიზნეს-პორტალ Bloomberg-ის ცნობით, ამ ნაბიჯმა შესაძლოა, სავარაუდო მსხვერპლებს, ზიანისა და ზარალის მიყენებისთვის გასაჩივრების შანსები გაურთულოს.

ეპშტაინი წერს, რომ მის საკუთრებაშია, 300 მილიონ დოლარის ღირებულების აქციები სხვადასხვა კომპანიაში, ასევე 6 ძვირადღირებული ვილა, ნიუ-იორკში, პარიზსა და ფლორიდაში, კერძო თვითმფრინავები, მანქანები და გემები.


შეგახსენებთ, რომ ბრალდებულმა სიცოცხლე საკანში სუიციდით დაასრულა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მან ზეწრისგან დამზადებული თოკით თავი ჩამოიხრჩო.

66 წლის ეპშტაინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა დანაშაული 2002 და 2005 წლებში ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ჩაიდინა.

ამერიკელ მილიარდერს შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან  მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა.