09.მაისი .2016 12:08

ალექსის ციპრასი: ახალი საპენსიო სისტემა პენსიონერების უმრავლესობას არ შეეხება

views 946
უკან

საბერძნეთის პრემიერი ქვეყანაში "არაპოპულარულ" რეფორმებს მხარს უჭერს. ალექსის ციპრასის განცხადებით, ახალი საპენსიო სისტემა, რომლის დანერგვასაც ქვეყანა გეგმავს, პენსიონერების უმრავლესობაზე გავლენას არ იქონიებს. როგორც ციპრასმა განაცხადა რეფორმა სისტემის "მდგრადობას შეუწყობს ხელს".

ციპრასის განცხადებითვე, საკანონმდებლო ცვლილების ძირითადი პრინციპი "სოციალური თანასწორობის დანერგვაა".

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში საპენსიო და საგადასახადო რეფორმას უკვე მეოთხე დღეა აპროტესტებენ. თუმცა სწორედ ამ რეფორმებზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირისგან ახალ დახმარებას.