მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ჯეჯელავა ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს უფასო "ვორქშოპს" სთავაზობს

5d125c1e3ef3e
თელარა გელანტია
25.06.19 23:40
1910
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, ტრენერი ალექსანდრე ჯეჯელავა ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს ერთდღიან უფასო „ვორქშოპს“ სთავაზობს.

ამის შესახებ ჯეჯელავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მეგობრებო, შემომყვანი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს მინდა შევთავაზო (უფასოდ) ერთდღიანი სტრატეგიული ვორქშოფი, რომელიც დაეხმარებათ შეცვლილ გარემოში სწრაფად ორიენტირებაში. მირჩიეთ, როგორ მივაწვდინო ხმა (ასოციაცია, fb ჯგუფი ან რამე მსგავსი)“, - წერს ჯეჯელავა.

ცნობისთვის: ე.წ. რუსული ტურისტული ემბარგოს შემდეგ, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს შორის შესაძლო ფინანსური ზარალის შესამცირებლად აქტიური შეხვედრები იმართება.