მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალაფიშვილი: კომპანია PTI-მ ეკონომიკის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო

5ce7c800984e1
ლიკა გურაბანიძე
24.05.19 14:30
959
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გერმანულმა სასწავლო და საგამოცდო ცენტრმა PTI-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეორე ინსტანციით საქმე მოუგო -  როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ადვოკატმა ლევან ალაფიშვილმა განაცხადა, სამინისტრო ბაზარზე უკვე არსებულ ამავე პროფილის ერთ-ერთ “მონოპოლისტ კომპანიას” ლობირებს და სხვა კომპანიას უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს.

„2018 წლის გაზაფხულზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელოვნურად შეაფერხა ბიზნესი და დამატებითი ინვესტიციების განხორციელება. ჩვენ უწყებას პირველი ინსტანცია, გასული წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლოში მოვუგეთ, ხოლო მეორე ინსტანცია დღეს.

ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, რათა პროცესი გაწელოს და გერმანული სასწავლო და საგამოცდო-ცენტრის შემოსვლა ხელოვნურად შეაფერხოს,“ - განმარტა ალაფიშვილმა.

იურისტის თქმითვე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს „პტი“-ს ფულადი ზიანის ანაზღაურებაც მოუწევს.

„გავყვებით ყველგან, ოღონდ სახელმწიფომ და იმ ჩინოვნიკებმა, ვინც ეს შედეგი დააყენა იცოდნენ, რომ უკვე დახარჯულ თანხობრივ ზიანზე პასუხისმგებლობა მათ მოუწევთ. კომპანიის მიერ დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში 5 მლნ-ი დოლარი დაიხარჯა,“ - განაცხადა ალაფიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინვესტორებს ხელოვნურად უქმნის ბარიერებს.

„სახელმწიფო წელავს პროცესებს იმ დავაში, რომელიც იცის, რომ კანონდარღვევაა და აზიანებს ბიზნესგარემოს, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.“ - განმარტა იურისტმა.