11.მარტი.2016 12:31
ბიზნესი

აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია თევზის იმპორტის ჩანაცვლებას ითვალისწინებს

აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია თევზის იმპორტის ჩანაცვლებას ითვალისწინებს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას წლის ბოლომდე დაასრულებს.
 
როგორც სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილე არჩილ ფარცვანიამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, სტრატეგია თევზის იმპორტის ჩანაცვლებას, საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმობას და ფერმერებისთვის კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად შესაბამისი საკანონმდებლო გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

"იმპორტის ჩანაცვლებისთვის პირველ რიგში ხარისხიანი ლიფსიტების მოშენებაა საჭირო, რადგან ყველა იმ მიმოხილვაში, რომელიც საქართველოს აკვაკულტურის შესახებ უცხოელმა ექსპერტებმა აქამდე გააკეთეს, საუბარია ორ მთავარ პრობლემაზე - უხარისხო ლიფსიტები და ძვირი საკვები. ამიტომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დახმარებით ლიფსიტების გენეტისკის გაუმჯობესებას ვაპირებთ. გარდა ამისა, სახელმწიფო თევზის საკვების რეცეპტურაზე მუშაობს, რომელიც საქართველოში არსებულ ინგრედიენტებს დაეყრდნობა", - განაცხადა ფარცვანიამ.

მისივე თქმით, აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება მეწარმეების პროფესიული უნარების გაუმჯობესებაა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.
რაც შეეხება ქართველი თევზის მწარმოებლების მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გამოყენებას, როგორც არჩილ ფარცვანია განმარტავს, ევროპულ ბაზარზე მოხვედრის ყველაზე დიდი შანსი შავ ზღვაში მოპოვებულ თევზს აქვს.

"ქაფშიიდან დღეს უმეტესწილად თევზის ფქვილი და ცხიმი იწარმოება. ეს ნახევარფაბრიკატია და მისგან საკვებს ამზადებენ. ქაფშიას გასვლის უფრო დიდი შანსი აქვს, აკვაკულტურის პროდუქტის გასატანად კი ჩვენთან ჯერ შესაბამისი გარემოა შესაქმნელი", - აღნიშნა არჩილ ფარცვანიამ.
ავტორი: დავით ჯალაღონია

15.ივნისი.2019 11:20
3276

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1122

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
395

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
497

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
634

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1250

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად