24.მაისი .2019 22:00

აიღებს თუ არა ბათუმი "ტურიზმის ოსკარს" - "რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს"

views 1810
უკან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბიზნეს სექტორთან შეხვედრაზე აჭარის ტურისტულ პოტენციალზე და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 5 თვეში ამ სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა მილიარდ დოლარს უკვე გადააჭარბა.

„აჭარის ეკონომიკაში წამყვანი არის ტურიზმი და ბუნებრივია, ამ მიმართულებით გვაქვს, პირდაპირ ვიტყვი, რეკორდული მაჩვენებლები. 3 მლრდ 200 მლნ დოლარი შეადგინა ტურიზმიდან შემოსავლებმა მხოლოდ გასულ წელს. ბოლო 5 თვის განმავლობაში ტურიზმიდან შემოსავლები მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ჩვენ ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ წელს ავიღებთ ტურიზმის “ოსკარად” წოდებულ ნომინაციას და ბათუმი გახდება ევროპაში ყველაზე მზარდი ტურისტული ქალაქი“-განაცახდა თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა