მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AiCar-ის ავტოპარკს 50 ავტომობილი დაემატა, რომლითაც 400 კმ-ის გავლას შეძლებთ

5d3019bf0661b
ლევან თაღიაშვილი
18.07.19 11:12
6141
კომპანია AiCar-ის ავტოპარკი უკვე 100 ავტომობილამდე გაიზარდა.

რამდენიმე დღის წინ ქარშეარინგის სერვისს ახალი მოდელის ავტომობილი Renault Zoe დაემატა და ახლა უკვე სერვისით სარგებლობა 2 სხვადასხვა ტიპის ავტომობილით - Nissan Leaf-ითა და Renault Zoe-თ იქნება შესაძლებელი. არსებული მოდელი ბაზარზე 2016 წლიდან გამოდის და მისი ბატარეების სიმძლავრე 40 კვტ.სთ-ია, თუმცა AiCar-ის მომხმარებლების განკარგულებაში Renault-ის 2018 წლის მოდელები იქნება და ის ერთი დამუხტვით 400 კილომეტრს გაივლის.

„ელექტრომობილების გაზიარების სერვისში ივლისის ბოლომდე 50 ერთეული ახალი Renault Zoe ჩაეშვება. პირველი 15 უკვე ქსელშია და დიდი მოთხოვნით სარგებლობს მომხმარებლებში. ახალი გამოცდილებაა, ახალი მანქანაა და შესაბამისად, ინტერესი საკმაოდ მაღალია. წლის ბოლომდე "აიქარი" კიდევ რამდენიმე მარკის ელქტრომობილს ჩაუშვებს ქსელში. ვფიქრობ, ჩვენი მომხმარებელი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება იმ სიახლეებით, რის შეთავაზებასაც ჩვენ ვაპირებთ უახლოეს თვეებში“, - განაცხადა "აიქარის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუროძემ.

ამჟამად "აიქარის" ავტოპარკი 100 მანქანას ითვლის, წლის ბოლომდე კი, ელექტრომობილების რაოდენობა 300-მდე გაიზრდება.