25.აპრილი .2019 10:58

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

views 745
უკან

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2019 წლის 3 თვის ანგარიშს აქვეყნებს.

"2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 7574 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;

3 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 11 600 საქმე;

აღნიშნულ პერიოდში დასრულებული საქმეებიდან, ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში, გადახდა განხორციელდა 47 საქმეზე, ხოლო დამტკიცდა მორიგება - 838 შემთხვევაში.

სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეების რაოდენობა. აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2019 წლის სამი თვის განმავლობაში შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით", - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

ცნობისთვის: გამარტივებული საქმისწარმოება აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისია, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა