12.ივნისი.2019 13:24
საზოგადოება

აღმასრულებლის საქმიანობას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ

აღმასრულებლის საქმიანობას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ
აღსრულების ეროვნულ ბიუროში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აღსრულების სამართლის ტრენინგი გაიარეს.

როგორც bm.ge-ის აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ.

სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას; სამართლებრივ სტატუსებსა და კომპეტენციას; სააღსრულებო წარმოების მონაწილე მხარეებსა და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.

პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა; აღმასრულებლის, როგორც პროფესიის პოპულარიზაცია.

ტრენინგებს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: ქეთევან მამადაშვილი და ნათია ბიძინაშვილი უძღვებოდნენ.

პროექტი აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განხორციელდა. 12 ივნისი აღმასრულებელთა საერთაშორისო დღეა. პროფესიული დღესასწაული აღმასრულებელთა საერთაშორისო გაერთიანებამ 2008 წელს დააწესა. 2012 წლიდან აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია და უერთდება პროფესიული დღის აღნიშვნას.

აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო სისტემისა და სერვისების შესახებ ტრენინგებს სტუდენტებთან მომავალშიც განაგრძობს.

19.აგვისტო.2019 10:16
154

კახი კალაძემ Facebook-ის მომხმარებლებს თბილისში მიმდინარე საგზაო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:00
80

ვადა დღეს იწურება - „რუსთავი 2“-ის ყიდვის მსურველი ამ დრომდე არაა ცნობილი

ვრცლად
18.აგვისტო.2019 19:00
240

BDO კიბერუსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს

ვრცლად
18.აგვისტო.2019 18:20
153

შსს: ხვალიდან თბილისსა და რუსთავში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო, რიგ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

ვრცლად
18.აგვისტო.2019 18:00
314

"ანაკლიაში ტურისტების უმეტესობა რუსეთიდან და სომხეთიდანაა"

ვრცლად
18.აგვისტო.2019 11:10
134

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

ვრცლად