12.ივნისი .2019 13:24

აღმასრულებლის საქმიანობას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ

views 212
უკან

აღსრულების ეროვნულ ბიუროში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აღსრულების სამართლის ტრენინგი გაიარეს.

როგორც bm.ge-ის აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ.

სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას; სამართლებრივ სტატუსებსა და კომპეტენციას; სააღსრულებო წარმოების მონაწილე მხარეებსა და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.

პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა; აღმასრულებლის, როგორც პროფესიის პოპულარიზაცია.

ტრენინგებს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: ქეთევან მამადაშვილი და ნათია ბიძინაშვილი უძღვებოდნენ.

პროექტი აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განხორციელდა. 12 ივნისი აღმასრულებელთა საერთაშორისო დღეა. პროფესიული დღესასწაული აღმასრულებელთა საერთაშორისო გაერთიანებამ 2008 წელს დააწესა. 2012 წლიდან აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია და უერთდება პროფესიული დღის აღნიშვნას.

აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო სისტემისა და სერვისების შესახებ ტრენინგებს სტუდენტებთან მომავალშიც განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა