13.ივნისი .2019 10:56

აღმასრულებლებმა საერთაშორისო პროფესიული დღე აღნიშნეს

views 211
უკან

აღმასრულებლებს საერთაშორისო პროფესიული დღე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს. აღმასრულებელთა დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც ბიუროს თავმჯდომარესა და მოწვეულ სტუმრებს ტერიტორიულმა სააღსრულებო ბიუროებმა და მხარდამჭერმა სამსახურებმა გაწეული საქმიანობის ანგარიში გააცნეს.

აღმასრულებელთა საქმიანობა მზარდია. იზრდება, როგორც საქმეთა რაოდენობა, ასევე ამ საქმეებში ინდივიდუალური მიდგომის, მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელი. ამავდროულად, იხვეწება და ვითარდება ელექტრონული სერვისები, რაც სააღსრულებო წარმოების მეტ გამჭვირვალობას და მხარეების მაქსიმალური ინფორმირება-ჩართულობით განხორციელებას გულისხმობს.

პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული შედეგების, პროდუქტიულობის, დავალების პირნათლად შესრულების, ახალი იდეებისა და ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 20-ზე მეტ აღმასრულებელს მადლობა გამოეცხადა. გამოვლინდნენ და სერტიფიკატები გადაეცათ სახალისო ნომინაციებში გამარჯვებულ აღმასრულებლებს.

12 ივნისი, როგორც პროფესიული დღე - მსოფლიოში აღმასრულებელთა საერთაშორისო გაერთიანების წევრთა ინიციატივით, 2008 წლიდან აღინიშნება.

2012 წლიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია და უერთდება პროფესიული დღის აღნიშვნას.

აღსრულების ეროვნული ბიურო ქვეყნის მასშტაბით საქმეთა აღსრულებას 8 ტერიტორიული ბიუროს მეშვეობით ახორციელებს. ჯამში, სააღსრულებო წარმოებას 200-მდე სახელმწიფო და კერძო აღმასრულებელი ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა