მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგარის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

5d58f97869fa5
BM.GE
18.08.19 11:07
737
ჩუღურეთის რაიონში, აგარის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის მოწესრიგება ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და დაზიანებულ ასფალტს ახალი, ორფენიანი საფარი ჩაანაცვლებს.

მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო.

საგზაო სამუშაოებს, ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ბი-ემ-სი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 80 000 ლარია.

NS