02.აპრილი .2016 19:28

აფხაზეთში მაცხოვრებლებისთვის GEM fest-ის პრეზენტაცია გაიმართება

views 2550
უკან

აფხაზეთში მაცხოვრებლებისთვის GEM fest-ის პრეზენტაციის გამართვა იგეგმება. როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა, გიორგი სიგუამ, "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, ფესტივალის საინფორმაციო კამპანია მაქსიმალურად გააქტიურდება აფხაზეთსა და ოსეთში მაცხოვრებლებისთვის.

მისივე თქმით, ისევე როგორც გასულ წელს, წელსაც აფხაზეთში მაცხოვრებლებისთვის ფესტივალზე დასწრება უფასო იქნება.  გიორგი სიგუა დარწმუნებულია, რომ GEM fest-ზე დასასწრებად წელს ბევრი სოხუმელი ჩამოვა ანაკლიაში.
 
აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორებმა GEM fest-ის პრომო-პრეზენტაციები საქართველოს საზღვრებს გარეთ - ერევანსა და ბაქოში უკვე გამართეს.

ცნობისთვის, წელს GEM-fest ტრადიციულად ანაკლიაში, 11-14 აგვისტოს ჩატარდება. ასევე უკვე ცნობილია, რომ ფესტივალის გახსნის დღეს ანაკლიაში ცნობილი აფხაზი DJ დაუკრავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა