მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AFRASIA BANK: ბოლო 10 წელიწადში რუსეთი 10%-ით გაღარიბდა

5d2da2ecce6ec
ანუკა ჯოხაძე
16.07.19 15:15
1131
აფრიკა-აზიის ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ვენესუელა გაღარიბდა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვენესუელას მოქალაქეები 68%-ით გაღარიბდნენ.

ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია ჰიპერინფლაცია, ეროვნული ვალუტის დევალვაცია, მწვავე ეკონომიკური კრიზისი, სამომხმარებლო საქონლის და მედიკამენტების დეფიციტია.

მეორე ადგილზეა საბერძნეთი, რომლის მოსახლეობაც 2008 წლიდან 2018 წლამდე 37%-ით გაღარიბდა.

გაღარიბდა უკრაინის მოსახლეობაც, კლება  ამ ქვეყანაში 24%-ია. რეიტინგში ეს ქვეყანა მესამე ადგილზეა. უკრაინას  24%-ით გაღარიბებული კვიპროსი მოსდევს. ათეულში მოხვდნენ ჩვენი მეზობელი ქვეყენები თურქეთი და რუსეთიც. თურქეთის მოსახლეობა ბოლო 10 წლის განმავლობაში 11%-ით გაღარიბდა; რაც შეეხება რუსეთს, ქვეყანა 10 წელიწადში 10%-ით არის გაღარიბებული.