21.აგვისტო .2019 16:00

ადვოკატი: ხაზარაძე-ჯაფარიძის ანგარიშებისთვის ყადაღის დადებას აუცილებლად გავასაჩივრებთ

views 611
უკან

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფების საბანკო ანგარიშებისთვის ყადაღის დადებაში ლოგიკას ვერ ხედავს.

როგორც მან bm.ge-ის განუცხადა, ჯამში, ყადაღა 16 მლნ ლარზე მეტ თანხას ადევს.

„აქედან 5 მლნ-ზე მეტია ბადრი ჯაფარიძის, ხოლო 11 მლნ-ზე  მეტი - მამუკა ხაზარაძის”, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მათ 48 საათი აქვთ გასაჩივრებისთვის. 

ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც წაიღონ.

"საბანკო ანგარიშების დაყადაღების უფლების ახლა გამოყენება, ცხადია, გაურკვეველია, მაშინ როცა გამოძიება თითქმის დასრულებულია. რაც ახლა შემიძლია გითხრათ არის ის, რომ პროკურატურის ქმედება ლოგიკაში არ ზის. მათ დასაბუთებული არ აქვთ, თუ რატომ დააყადაღეს ანგარიშები; შესაბამისად, ეს მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ ხმამაღლა განაცხადეს პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბების თაობაზე. ამბავი მხოლოდ ეს არის. ჩვენ გვაქვს 48 საათი გასაჩივრებისთვის, ცხადია, აუცილებლად გავასაჩივრებთ, თუმცა რაიმეს შეცვლას, რა თქმა უნდა, არ ველოდებით, საქმე დიდი ალბათობით გადავა სტრასბურგში”, - აცხადებს BMG-ისთან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძეს ადვოკატი ზვიად კორძაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა