11.სექტემბერი .2019 13:43

ადვოკატი პროკურატურას იმ ბიზნესმენების დაკითხვისკენ მოუწოდებს, ვისაც ხაზარაძემ წერილზე უამბო

views 492
უკან

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უფლებადამცველმა ზვიად კორძაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. კორძაძე აცხადებს, რომ საქმეში "უცნაური" გარემოებაა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ წერილის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ შემდგარი გამოკითხვა პროკურატურამ საქმის მასალებში არ შეიტანა. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ამ გამოკითხვისას მამუკა ხაზარაძემ დაასახელა პირები, რომლებსაც გიორგი გახარიასგან მუქარის წერილის მიღების შესახებ უამბო, თუმცა პროკურატურამ აღნიშნული პირები არ გამოკითხა. 

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების ადვოკატმა განაცხადა, რომ მათ დიდი ბრიტანეთიდან მუქარის წერილის ანალიზი მიიღეს, რომლის მიხედვითაც, მასზე ათობით თითის ანაბეჭდია. კორძაძე ამბობს, რომ საქმეში ერთი "უცნაური" გარემოებაა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ წერილის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ შემდგარი გამოკითხვა პროკურატურამ საქმის მასალებში არ შეიტანა. 

"ინგლისში ჩატარდა ექსპერტიზა და ჩვენ მივიღეთ დისკი, რომელზეც ასახულია ექსპერტიზის შედეგები, აღმოჩნდა, რომ მასზე არის ათეულობით ანაბეჭდი. შესწავლილია წერილი ისე, რომ აღნიშნულია ადგილები თუ სად არის ანაბეჭდები, უკანა მხარეს უფრო მეტი ანაბეჭდია ვიდრე წინ, ყველა ანაბეჭდი მკვეთრია და გამოდგება შედარებისთვის.

ჩვენ გადმოგვეცა ინგლისელი ადვოკატისგან დისკი, ალბათ ერთი კვირა დაგვჭირდება, რომ იქიდან ჩამოვიდეს წერილობითი ნაწილიც ამ ექსპერტიზის, რომელიც აუცილებელია, რომ გამოძიებას გადაეცეს და ჩვენ ამ მასალებს გადავცემთ პროკურატურას, თუმცა მინდა გითხრათ ერთი უცნაურობა ამ საქმეში, მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ რაც განაცხადა ამ წერილის არსებობის შესახებ, ჩვენ პროკურატურამ დაგვიბარა გამოკითხვაზე და წავედით სასამართლოში უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით; ჩვენ დავაყენეთ საკითხი თუ რა საქმის ფარგლებში ვიკითხებოდით, რადგანაც განცხადება გაკეთდა წერილისა და მუქარის თაობაზე, რომ დაწყებულიყო ცალკე გამოძიება. ჩვენ განგვიმარტეს, რომ ვიკითხებოდით მოქმედი, ფულის გათეთრების საქმის ფარგლებში. მეორე უცნაურობა ის აღმოჩნდა, რომ ჩვენ როდესაც გადმოგვეცა საქმის მასალები და როდესაც ისინი გაგვიცვალეს, ეს გამოკითხვა საქმის მასალებში არ არის. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ასე.

როდესაც გამოიკითხა მამუკა ხაზარაძე, მან დაასახელა ადამიანები, რომელთაც იმ საღამოსვე გაუზიარა ინფორმაცია ამ წერილის შესახებ, დაასახელა ბიზნესმენები რომლებთანაც ჰქონდა საუბარი, დაასახელა შეხვედრა ბიზნესმენების, სადაც ამაზე ისაუბრა, დაასახელა გვარები, თუმცა პროკურატურას არ გამოუკითხია არცერთი მათგანი. ჩვენ ველოდებით ასეთ რაღაცას - დასახელებულები არიან ეს ადამიანები და უნდა გამოიკითხონ ეს პირები. ასევე მათ შეუძლიათ ეს ანაბეჭდები შეადარონ იმ ბაზას, რომელიც გააჩნიათ და დაუსვან მარტივი კითხვები - საიდან აღმოჩნდა მათი ანაბეჭდი ამ წერილზე," - ამბობს ზვიად კორძაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა