მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადვოკატი ანგარიშების დაყადაღებაში ლოგიკას ვერ ხედავს - "საქმეს დაზარალებული არ ჰყავს"

5d5d33efe838c
თელარა გელანტია
21.08.19 16:14
912
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საბანკო ანგარიშებისთვის ყადაღს დადებაში ლოგიკას ვერ ხედავს.
როგორც მან bm.ge-ის განუცხადა, ჯამში, 16 მლნ ლარზე მეტ თანხას დევს ყადაღა.

„აქედან 5 მლნ-ზე მეტია ბადრი ჯაფარიძის, ხოლო 11 მლნ-ზე მეტი - მამუკა ხაზარაძის”, - განაცხადა ადვოკატმა.

“საბანკო ანგარიშების დაყადაღების უფლების ახლა გამოყენება, ცხადია, გაურკვეველია, მაშინ როცა გამოძიება თითქმის დასრულებულია. რაც ახლა შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ პროკურატურის ქმედება ლოგიკაში არ ზის. მათ დასაბუთებული არ აქვთ, თუ რატომ დააყადაღეს ანგარიშები; შესაბამისად, ეს მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ ხმამაღლა განაცხადეს პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბების თაობაზე. ამბავი მხოლოდ ეს არის. ჩვენ გვაქვს 48 საათი გასაჩივრებისთვის, ცხადია, აუცილებლად გავასაჩივრებთ, თუმცა რაიმეს შეცვლას, რა თქმა უნდა, არ ველოდებით; საქმე დიდი ალბათობით გადავა სტრასბურგში”, - აცხადებს BMG-ისთან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძეს ადვოკატი ზვიად კორძაძე.