მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადრე თუ გვიან, ბიუჯეტი სრულფასოვანი საყოველთაო დაზღვევის მომსახურებას ვერ შეძლებს"

5cdf22d2bc6bc
თათია ჩაფიჩაძე
18.05.19 11:18
1460
„ადრე თუ გვიან ბიუჯეტი სრულფასოვანი საყოველთაო დაზღვევის მომსახურებას ვერ შეძლებს“, - ამის შესახებ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა.

ღაძაძე ამბობს, რომ ევროპასთან შედარებით, დაზღვევაზე გაწეული დანახარჯი საშუალოდ 9-ჯერ ნაკლებია, ხოლო იმ ფონზე, როცა მოთხოვნა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, 2-3 წლიან ვადაში ბიუჯეტისთვის ამ ტვირთის აწევა კიდევ უფრო გართულდება.

„ქართულ ბაზარზე 6 000-ზე მეტია დაზღვეული სამედიცინო დაზღვევით და ძირითადად, ეს არის კორპორატიული დაზღვევა. აქედან ნახევარზე ნაკლები კერძო სექტორია, საშუალო თვიური პრემია 28 ლარს არ აღემატება და თან მაშინ, როდესაც იზრდება ფასი წამლებზე, ფასი სამედიცინო მომსახურებაზე, კომფორტის მიმართ ყოფაქცევის მოდელი და ასევე, პრევენციული ზომებიც. ჯამში, რომ შეხედოთ, ისედაც ცოტაა დაზღვეული და ისიც 9-ჯერ ნაკლებს იხდის ევროპასთან შედარებით.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს საყოველთაო დაზღვევის პირველი შრე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს, ამან შეცვალა თამაშის წესები, თუმცა მე ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამის მიმართ და დღემდე ასე ვარ. მაკროეკონომიკურად თუ შევხედავთ, დიდი ცვლილებები უნდა განიცადოს ამან. ეს სოციალური პოლიტიკის ნაწილია, ვიდრე - სამედიცინო დაზღვევის ინდუსტრიის, მაგრამ ასეთია არჩევანი და ამ მოცემულობაში უნდა განიხილოს თავისი თავი ყველა მოთამაშემ.

ეს მომავალში უფრო მეტ შესაძლებლობას გაუხსნის მათ, იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან ბიუჯეტს ასეთი ტიპის სრულფასოვანი საყოველთაო დაზღვევის მომსახურება ვერ შეეძლება. ჯამური პაკეტი 20%-25%-ით იზრდება, შესაბამისად, ბიუჯეტი ამას ვერ დაეწევა. პოტენციალი გაცილებით დიდია, არსებულზე ფოკუსირება ამჟამად შეცდომა იქნება, რადგანაც 2-3 წელში შეიძლება განსხვავებული სტრუქტურა მივიღოთ. შეიძლება, საყოველთაო დაზღვევის ნაწილიც შეიცვალოს და იქ უნდა ითამაშონ კომპანიებმა“, - აღნიშნა პაატა ღაძაძემ.