მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადმინისტრაცია: შვებულებაში მყოფი პრეზიდენტი დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას

5d5bfb29e42d6
თელარა გელანტია
20.08.19 17:50
1898
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის შვებულებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე წერილობითი განმარტებები გააკეთა.

„პრეზიდენტი თავის შვილებთან ერთად ქალაქგარეთ იყო გასული. ის, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი იმყოფება შვებულებაში და ტრადიციულად ყოველ სამშაბათს მედიის კითხვებზე პასუხი განცხადების ფორმით გაეცემა.