მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

adjarabet.com პროექტ "არიქას" გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება

5d5d15952fb41
BM.GE
21.08.19 13:56
907
დღეს, 18:00 საათზე ლისის ტბაზე adjarabet.com-ის მხიარული პროექტის „არიქას“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ცენტრალური გამარჯვებული იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

პროექტში ჩართული წარმატებული 50 მოთამაშე კი „გაატარე ზაფხული საქართველოში“ კამპანიის ფარგლებში დასასვენებელ საგზურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამოგზაუროდ მიიღებს.

adjarabet.com-ის მხიარული პროექტი „არიქა“ ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და ყოველ ორ დღეში ერთხელ იმართებოდა. გამარჯვებულად ის დასახელდება, ვინც 15 აქტივობის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.

„კრეატიული პროექტი „არიქა“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა adjarabet.com-ის მომხმარებელთა შორის. 15 ტურის განმავლობაში არაერთი კრეატიული შეჯიბრება გაიმართა და ათასობით ჩვენი მომხმარებელი ჩაერთო. მე-15 ტური და პროექტის დასასრული ლისის ტბაზე საზეიმოდ აღინიშნება. პროექტისთვის სპეციალურად სიმღერა შეიქმნა, რომელსაც მუსიკალური ჯგუფი „არა“ შეასრულებს. ღონისძიებასაც აღნიშნული ჯგუფი გააფორმებს“, - აცხადებენ adjarabet.com-ში.

NS