მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის მთავრობა ტურისტული კლასტერის შექმნას გეგმავს

5ce91e352fdb7
ანუკა ჯოხაძე
25.05.19 15:00
867
აჭარის მთავრობა ტურისტული კლასტერის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეიქმნება ტურისტული კლასტერი, რომელიც ისეთ მიმართულებებს გააერთიანებს როგორებიცაა მწვანე ტბა, ბეშუმი და კურორტი გოდერძი. ამ მიმართულებით, როგორც აჭარის მთავრობის თავჯდომარე ამბობს, უკვე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაც.

“დაახლოებით საუბარი არის 200 მილიონიან საინვესტიციო პორტფელზე, ეს გახლავთ ძირითადად კერძო კაპიტალი, კერძო ინვესტიციები, მაგრამ სახელმწიფო თავის მხრივ მაქსიმალურად ხელს უწყობს ამ კურორტის განვითარებას. ჩვენ უკვე ვმუშაობთ კურორტის ბუფერული ზონის გაფართოებაზე და განვითარებაზე. ასევე ვმუშაობთ ახალი მიმართულებებისა და ახალი კლასტერის შექმნაზე, რომელიც მწვანე ტბას, ბეშუმსა და გოდერძის გააერთიანებს.” - ამბობს აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.